აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კასპიის ზღვაში მათი საბადოების მარაგი 2,6 ტრილიონია, რაც საკმარისია თურქეთისა და ევროპის დიდი ხნით მომარაგებისთვის:
„აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2,6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას, თურქეთს და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი“ – განაცხადა ანტალიაში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანს არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპაში, ისევე როგორც ეს გააკეთა თურქეთისთვის და ამისთვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ