”ახლა გვტკივა…ახლა საჭიროა ხელოვნური სუნთქვით დახმარება, რადგან ადამიანს სწორედ ახლა უჭირს. არ შეიძლება თქმა, რომ “ჩვენი კარი ღიაა”. შეიძლება ადამიანი მაგ დროისთვის უკვე ცოცხალიც არ იყოს. მაშ რის კარია ღია? იმ ქვეყნად მიმავალი. ჩვენ კი ჯერ ამ ქვეყნად სიცოცხლე გვინდა. ამიტომაც ვიბრძვით”.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე შეჯერებული პოზიცია ჯერ არ არსებობს.