უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა თავის სახელმწიფოს აქცევს მსოფლიოსგან იზოლირებულ ზონად, სადაც სიღარიბე სუფევს და ყველაფერი მხოლოდ ძალადობით განისაზღვრება.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა თავის სახელმწიფოს ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ანალოგად – მთელ მსოფლიოში იზოლირებულ დიდ ზონად – აქცევს.
„საიდანაც ხალხი გაიქცევა, როგორც კი შეძლებენ, ვინც კი შეძლებს. ნახეთ ახლა – ვინ ტოვებს რუსეთს. ვინ აჩერებს თავის ბიზნესს. ესენი არიან IT სპეციალისტები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არ სურთ იცხოვრონ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლება არ არის. ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ წაართმევენ ყველაფერს, როდესაც ამას მოინდომებენ. რუსეთი კარგავს ტვინს, კარგავს ტალანტს, კარგავს ფულს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუკი ეს ხდება რუსეთში, მაშინ ე.წ. “„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები“ და მათი ანალოგები სრული დეგრადაციის წინაშე აღმოჩნდებიან.