ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მოხერხებულობით.
დღესაც, ქართული სოფლები რომ მოიაროთ, უამრავ საინტერესო და უცნაურ გამოგონებას წააწყდებით.
გურიის ერთ-ერთ სოფელში ძმები ცხოვრობდნენ, რომლებმაც ბეტონის ამრევი მანქანის პრინციპზე მომუშავე კარაქის სადღვებელა შექმნეს.
ძმებს ყოველდღიურად უწევდათ ქალაქში ცხენებით ჩასვლა, სადაც სხვადასხვა რძის პროდუქტს ყიდდნენ, მათ შორის, კარაქსაც.
დაკვირვების შედეგად მიხვდნენ, რომ კარაქის დღვებაზე ენერგიისა და დროის კარგვა უაზრობა იყო.
ასე შექმნეს სადღვებელა, რომელსაც ცხენზე მარტივად მიამაგრებდნენ და გზაში ქალაქში ჩასვლამდე ნაღები კარაქად იქცეოდა.
თანასოფლელებს ეს შემთხვევა არ გაჰკვირვებიათ.
ძმებს სხვა გამოგონებაც ბევრი აქვთ, მათ შორის კარტოფილის მთესავი აპარატი და ჭკვიანი სარწყავი მექანიზმი.