“ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა ფრთხილი რომ არ იყო, სწორედ იმიტომ არსებობენ საქართველოს მთავრობის წევრები”

“ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა ფრთხილი რომ არ იყო, სწორედ იმიტომ არსებობენ საქართველოს მთავრობის წევრები” – წერს მამუკა ღლონტი და “კვირის პალიტრასთან” აცხადებს:

”შენ თუ აღიარებ, რომ ეს განცხადებები იმიტომ გააკეთე, რომ სიფრთხილეა საჭირო, მაშინ ამ განცხადებების გაკეთებას აზრი ეკარგება, იმიტომ, რომ ამოცანა ნათქვამია. ანუ მე თუ რუსეთის ხელისუფლება ვარ და მოვისმენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას იმიტომ ამბობს,­ რომ სიფრთხილეს იჩენს, ე.ი. სხვანაირად ფიქრობს, ხომ? თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გამოსაჩენია, ისევე, როგორც რისკი, გაბედულება და ა.შ. ოღონდ ყველაფერს სჭირდება ზომიერება. პრეზიდენტი კარგ განცხადებებს აკეთებს და სწორად იქცევა.

პუტინი არის 21-ე საუკუნის ჰიტლერი!­ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც თვლის, რომ უკრაინა რუსეთია და ეს მათი მოძმე ერია, რაებს აკეთებს იქ და რას გააკეთებს ქვეყნებში, რომელთა მცხოვრებლებს თავის ნათესავად არ თვლის… რაც შეეხება ურაპატრიოტებს, ისინი მუდამ იქნებიან და მეხუთე კოლონაც მუდამ იარსებებს. ჩემი აზრით, საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი გაცილებით მეტია და ისინი კარგად არჩევენ ურაპატრიოტებსა და მტრის მსახურებს იმ ჯანსაღი ძალისგან, რომელიც, საბედნიეროდ, არის სამოქალაქო საზოგადოებაში. ცუდია, რომ უკრაინის ხელისუფლებას კატეგორიულად არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების­ ნაბიჯები, მაგრამ შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთისგან საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას. მე არ ვთვლი, რომ ეს უკრაინის თვალში ქართველებს მიაყენებს ზიანს. ეს ზიანს მხოლოდ ხელისუფლებას მიაყენებს. შეიძლება საზოგადოებასაც მოხვდეს სილა, მაგრამ უკრაინელები მეტწილად კარგად არჩევენ საქართველოში კარგსა და ცუდს. მიუხედავად იმ უბედურებისა, რაც უკრაინას დაატყდა თავს და რომელსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ, მათ წილად ხვდათ ბედნიერება, შეცვალონ მსოფლიო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. უკრაინა­ დღეს ბევრ რამეს ცვლის მსოფლიოში და ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.” – ამბობს ღლონტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share