მოსე ჯანაშვილი თავის თხზულებაში “საქართველოს საეკლესიო ისტორია” (1886 წელი) საუბრობს მეფე მთავართა ჩამომავალ საქართველოს საეკლესიო მოღვაწეებზე რომელთა შორის ჯანაშვილს მოხსე ნიებული ყავს ბერ-მონაზონ იოანე ჩხატაურელს.
.
– “სამეგრელოს, გურიას, იმერეთს, ამერეთს და, საზოგადოდ, მთელს საქართველოს, როგორც ვხედავთ, ჰყვანდენ თვისნი მოღვაწენი და კეთილნი მწყემსნი, რომელნიც ხშირად მეფეთ და მთავართ ჩამომავალნი იყვნენ და ამ მრავალ ტანჯულ ქვეყანაში იყვნენ სვეტნი სარწმუნოებისა. სახსოვრად შთამომავლობისა აქ მოვიხსენებთ რამდენიმე მათგანს:”
აქვე – “იოანე ჩხატაურელი (გურიიდამ), ბერ-მონაზონი, გამლექსავი ისტორიისა და შესხმათა წმიდანთათვის, აგრეთვე მომთხრობი საქრისტიანო ისტორიისა ქობულეთში და დასავლეთ გურიაში (1698 წ.)”
.
ფოტოზე – ხინოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია;
.
P.S. გურიის სამთავრო სამ ეპარქიად იყოფოდა, მათ შორის ერთ-ერთი ეპარქია გახლდათ ხინოს ეპარქია, იგი მოიცავდა ქვემო გურიას, კერძოდ ჩოლოქსა და ჭოროხს შორის მდებარე გურიის სამტავროს ტერიტორიას, ახლანდელი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს და ქალაქ ბათუმს.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა