კიევში კომენდანტის საათი მკაცრდება. იკრძალება ქალაქში გადაადგილება უკიდურესი აუცილებლობის გარეშე. სამხედროები, მოხალისეები და რიგითი მოქალაქეები უკრაინის დედაქალაქის მისადგომებს ამაგრებენ. ბარიკადებით, ბეტონის ბარიერებითა და ბლოკირებული შესასვლელებით, კიევი მტრის დასახვედრად და მოსაგერიებლად მზად არის.
პუტინის ბოროტების არმია, კიევზე გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადება. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ქალაქის შემოგარენი დასახლებული კვარტლები. ოკუპანტების სამიზნე კვლავ ის ტერიტორიებია, სადაც მტრის შემოტევას მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს, ისევე როგორც ერთ-ერთ მეტროსადგურს, რომელიც იერიშის სამიზნე გახდა. გუშინდელი ღამე წინამორბედების მსგავსად უმძიმესი იყო უკრაინის დიდი ქალაქებისთვისაც.
მთავარი არხი