“გულწრფელი სამძიმარი ორი ქართველი გმირის, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ქართველი სამხედროების გარდაცვალებას ეხმაურება.
ის წერს, რომ უერთდება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოწოდებას გარდაცვლილ სამხედროებს სიკვდილის შემდეგ საქართველოს გმირის წოდება მიენიჭოთ.
“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ორი ქართველი გმირის, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო.
ვუერთდები ნიკა გვარამიას მოწოდებას, მათთვის სიკვდილის შემდეგ ქართული საბრძოლო ჯილდოებით დაჯილდოების თაობაზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.