კრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმსა და მიკოლაივში რუსულ საოკუპაციო კოლონები გაანადგურეს.
“განადგურებულია რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ოლქის რვა სამხედრო დანაყოფი. ჩვენმა საჰაერო ძალებმა მტრის მხარეს ბოლო 24 საათში 12 სამიზნე გაანადგურეს“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, რუსების მთავარ სამიზნედ კვლავ რჩება მარიუპოლი, იზიუმი, ხერსონი, ვოლნოვახა და ნიკოლაივი, სადაც საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობს.