უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.
მისივე აზრით, უკრაინამ რუსეთთან და პირადად პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოიყენოს.
“მე მზად ვარ მასთან მოსალაპარაკებლად. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ.
თუ 1%-იანი შანსი მაინც არსებობს ამ ომის შესაჩერებლად, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე შემიძლია გითხრათ ამ მოლაპარაკების შედეგი – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს.
რუსი სამხედროები ჩვენს გასანადუგრებლად, დასახოცად მოვიდნენ და ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ჩვენი ხალხისა და არმიის ღირსება, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ძლიერ ძალას, შეგვიძლია ვუპასუხოთ. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ყველანაირი ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერი შანსი მოლაპარაკებებისთვის, შესაძლებლობა პუტინთან სასაუბროდ, მაგრამ, თუ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი”, – თქვა ზელენსკიმ.