რუსეთის 10-დან 4 არმია გავანადგურეთ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
არსეტოვიჩმა ამ დრომდე უკრაინის ომში რუსი ოკუპანტების დანაკარგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “მტერმა თავდასხმის უნარი თითქმის დაკარგა” და ახლა მხოლოდ ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებს.
“დღეს მე წარმოგიდგენთ მტრის დანაკარგებს გარკვეულწილად უჩვეულო ფორმით. ჩვენ მათ გავზომავთ არა ერთეულების რაოდენობით, არამედ ორგანიზაციული და საშტატო სტრუქტურებით. ასე რომ, რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 26-ე დღეს, ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს ტანკის 11 ბატალიონი, ჯავშანტექნიკის 34 ბატალიონი, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის 5 ბატალიონი, ქვემეხი არტილერიის 17 ბატალიონი. ავიაციისა და შვეულმფრენების 5 საჰაერო პოლკი. ეს შეადგენს რუსეთის “შოკისმომგვრელი” არმიის სამ კომპლექტს, როგორც ოპერატიულ-სტრატეგიულ ფორმირებას და კიდევ ერთ საჰაერო არმიას. ანუ რუსეთის ფედერაციის ხელთ არსებული 10-დან 4 არმია გავანადგურეთ”,– თქვა არესტოვიჩმა.