არსებობს შეკითხვა ესკალაციაზეც. დიახ. ეს უკეთესი სიტყვაა. არ გვსურს ესკალაცია. არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას.
ამისდა მიუხედავად, ესკალაციის იმდენად არ უნდა გვეშინოდეს, რომ გამოვრიცხოთ ისეთი ქმედებები, რითიც უკრაინას რეალურად დავეხმარებით. საფრთხეები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ზოგიერთი საფრთხის მიღება.
თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინა დამარცხდება, ვლადიმირ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, ის შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს მას, დაამყარებს კონტროლს, აიღებს მოლდოვას და დაამყარებს მასზე კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს NATO-ს. ეცდება NATO-ს დაშლას. გამოიწვევს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული”.