ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. COVID-სტატისტიკა სპეციალურ ვებგვერდ STOPCOV.GE-ზე განახლდა. ვირუსმა ბოლო 24 საათში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
22 მარტის სრული კოვიდ-სტატისტიკა კი ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 643 295 , ბოლო 24 საათში – 1 053
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 601 578 , ბოლო 24 საათში – 2 067
• მათ შორის გარდაცვლილი – 16 678 , ბოლო 24 საათში – 7
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21 614, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 284, PCR ტესტით – 2 330
• დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 4,78%
• სულ აცრილია – 2 844 372, დღიურად აცრილია – 1 661
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 766