თურქეთიდან გურიაში ჩამოსახლებული რუსები

გურიაში პირველი მსოფლი ომის პერიოდში თურქეთიდან ჩამოსახლებულ რუს სექტანტებზე – სტაროვერებზე და სტაროობრიადცებზე (იგივე ედინოვერცი) ამბავი გურიის ისტორიის კარგი მცოდნე კაცისგან მქონდა გაგებული, მისი ინფორმაციით მათი დასახლება და ეკლესია დღევანდელი დაბა ლაითურის დასავლეთი მდებრეობდა და 1980-იან წლებში მათი ეკლესიის ნანგრევებიც იყო შემორჩენილი, ასევე პირადად შევხვედრივარ მათ შთამომავლობას, რომლებიც მდინარე ნატანების ზღვის შესართავთან ცხოვრობდნენ და მომისმენია თურქეთიდან მათი გურიაში ჩამოსახლების ისტორია, რომლის მიხედვითაც მათი წინაპრები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ თურქეთში და გადმოსახლება მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. ამ ხალხის გურიაში ჩამოსახლებასთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას მივაგენი ძველ რუსულ პრესაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
.
გაზეთი „პეტროგრადსკიე ვედომოსტი“ (Петроградские Ведомости) 17 ოქტომბერი 1915 წელი
.
„ოზურგეთიდან 8 ვერსტში თურქეთიდან ჩამოსულმა რუსებმა შექმნეს ახალი დასახლება, რომელთა მონათხრობით მათმა წინაპრებმა 200 წლის წინ მიატოვეს დონი და გადასახლდნენ თურქეთში, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბურსის შემოგარენში, ბოლო წლებამდე ისინი თურქეთში კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ „ახალგაზრდათურქები“ (младотурки) დაიწყო მათი შევიწროვება, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში, ისინი საცხოვრებლად მოწყვნენ გურიაში სადაც მათ გადაეცათ სახაზინო მიწის ნაკვეთები, გურიაში მათ დაიწყეს მიწათმოქმედება, მებაღეობა და ხელოსნობა.
.
მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან დიდი ხნის გადახვეწილი იყვნენ და ცხოვრობდნენ თურქეთში ისინი კარგად ფლობენ რუსულ ენას და ასევე კარგად ლაპარაკობენ თურქულადაც. დასახლებას რომელშიც 120 ოჯახი ცხოვრობს მათ დაარქვეს „ვოსკრესენიე“. დასახლებაში მათ აქვთ თავიანთი ეკლესია და სკოლა. მათი კოსტიუმები ბულგარული სტილისაა, ხოლო ნაწილი ძალიან გავს მალოროსიულს. მათი რწმენა მართმადიდებლურია, მაგრამ თავინთ თავს ეძახიან „ედინოვერცებს“, რის გამოც მათ სექტანტებად მიიჩნევენ.“
შეიძლება იყოს 5 ადამიანი და წვერი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share