”რა ბრალდებებიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა გაახმოვანეს,არის უდიდესი სკანდალი თუ დანაშაული არა” – ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც იმედა დარსალია აცხადებს , რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობს დაბლოკილი თემები და რესპოდენტები:
“რა ბრალდებებიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა გაახმოვანეს,არის უდიდესი სკანდალი თუ დანაშაული არა.ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლები, რომელიც 100% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება,გადადგებოდა გენერალური დირექტორი და დათხოვნილი იქნებოდა სამეუვეო საბჭო,ვიდრე სრულად და ობიექტურად არ ჩატარდებოდა მოკვლევა თუ რამდენად სიმართლეს შეესაბამება ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების უსერიოზულესი ბრალდებები!” – წერს ასკურავა.