“უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.
გამარჯვება სულ ახლოსაა. როდესაც ირპენზე, ხარკოვსა და კიევზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ გალზე, ოჩამჩირეზე, სოხუმსა და გაგრაზე, ასევე ცხინვალსა და ჯავაზე.
უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა.
ის, უკრაინის გათავისუფლებასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად რჩება და კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველამ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.