რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23–ე საშუალო სკოლა. 1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963–1969 და 1972–1976 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972- ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 – ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 – სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.