საწვავის ფასის ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე 20 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში საწვავის ფასის ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე 20 პირი დააკავეს.

უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დღეს, 27 მარტს თბილისში საწვავის ფასის შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ:

  • აქციზის გადასახადის სრულად გაუქმებას;
  • დღგ-ის მცურავ რეჟიმზე გადაყვანას;
  • ხელოვნური მონოპოლიების დაშლას.

მათი თქმით, ეს საწვავის ფასს 80-90 თეთრით შეამცირებს.

აქცია თავდაპირველად მსვლელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მათ რამდენიმე ლოკაცია გადაკეტეს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდაცველებს შორის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share