BBC-ის ცნობით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი უთვალთვალებდა FSB-თან დაკავშირებული აგენტი. ასევე დაადგინეს, რომ იგივე პირი, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ოპოზიციონერების, მათ შორის ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ ყარამურზასა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობებში.
Bellingcat-ის, The Insider-სა და BBC-ის მტკიცებულებებით, კერძოდ მატარებლისა და ფრენის ჯავშნების მონაცემებით, კაცი პასპორტით ვალერი ნიკოლაევიჩ სუხარევის სახელით ბორის ნემცოვს რუსეთში მინიმუმ 13 მოგზაურობისას უთვალთვალებდა. სულ მცირე ერთხელ, სუხარევს შეუერთდა FSB-ს კიდევ ერთი სავარაუდო აგენტი, ალექსეი კრივოშჩეკოვი.
ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ბოლოს აგენტი მას 2015 წლის 17 თებერვალს, მკვლელობამდე 10 დღით ადრე გაყვა.
2015 წელს ბორის ნემცოვის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა იყო პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
რუსეთის ხელისუფლებამ მასში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო.
ბორის ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და ფართოდ მოიაზრებოდა, როგორც ელცინის მემკვიდრე.
ამის ნაცვლად, პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, ნემცოვი კი ოპოზიციაში გადავიდა. მან ამხილა კორუფცია და დაგმო 2014 წელს რუსეთის თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე.
2015 წლის 27 თებერვალს ნემცოვი კრემლთან ახლოს მოკლეს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ის ომის წინააღმდეგ აქციას გამართავდა.
მის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ჩეჩენი წარმოშობის ხუთი კაცი დააკავეს, მაგრამ უცნობია, ვინ და რატომ გასცა მკვლელობის ბრძანება?
formulanews.ge