“მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაშია. ეს ჯამურად, ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1,3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით, 8-ან 9%-მდე, ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლის დაკლებაზე, როცა მიმდინარე წელი დაგეგმილია სოციალური ვალდებულებებით, რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე ამაზე იყოს საუბარი. ბუნებრივია, ასეთი ტიპის შემოსავლების დაკლება მიმდინარე წელს, როცა საკმაოდ ბევრია გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს პირველ რიგში, იმ საომარი მდგომარეობიდან მომდინარეობს, რომელიც უკრაინაში ხორციელდება რუსეთის შეჭრის შედეგად, გარკვეულწილად ყველას მოგვიწევს არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ საომარ მოქმედებებში, არამედ იმ ქვეყნებს, რომელიც რეგიონში არის უშუალოდ და ეკონომიკურ საქმიანობას, სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებდა აქტიურად უკრაინასთან რუსეთთან, ბელარუსთან – ყველა ქვეყანას მოუწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა ომთან მიმართებაში.
ბუნებრივია, ინფლაციაც არის ერთ-ერთი ის ფასი, რომლის გადახდაც თითოეულ ადამიანს მოუწევს და არამხოლოდ საქართველოში. ინფლაციის დონე 30-40 წლის მაქსიმუმზეა ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში და ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში. ბუნებრივია, საქართველო ვერანაირად ვერ იქნება ამ პროცესისგან იზოლირებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღია ეკონომიკაა და ვაჭრობას ახორციელებს ამ ქვეყნებთან. ეს ასახვას პოვებს საქართველოში ინფლაციის დონეზე. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, დავეხმაროთ მაქსიმალურად იმ მოწყვლად ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ასეთი ტიპის დახმარება, იმ შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეუძლებელია ამ ოდენობის საგადასახადო შემოსავლებზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ ის სოციალური ვალდებულებები, რაც ქვეყანას მიმდინარე წელს აქვს აღებული.
ჯამურად საუბარია მილიარდ 300 მილიონზე მეტ შემოსავალზე – საგადასახადო შემოსავალზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 8-დან 9%-მდე შეადგენს. მიმდინარე წელს, როცა უკვე ბიუჯეტი დაგეგმილია, სოციალური ვალდებულებებიც აღებული და გაწერილია, 9%-ის ოდენობით საგადასახადო შემოსავლების შემცირება, ისე რომ სოციალური ვალდებულებების შემცირება არ მოხდეს, რომელიც ქვეყანაში აღებულია, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნება. დღის განმავლობაშიც კი, 10-25-დოლარიანი სხვაობაა ყოველდღიურად, ხან ზრდის და ხან შემცირების მიმართულებით, ეს არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რამე გრძელვადიანი პოლიტიკა იქნას ჩამოყალიბებული, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ ვაგრძელებთ. მას შემდეგ, რაც გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწევს საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში საერთაშორისო ბაზარი, ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები გვექნება“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.