პუტინის ომმა, უკრაინას დღემდე 564,9 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა – ინფორმაციას, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სვირიდენკო წერს, რომ უკრაინაში ინფრასტრუქტურის ზარალი 119 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. დანგრეულია და დაზიანებულია თითქმის 8 ათასი კმ გზა, ათობით რკინიგზის სადგური და აეროპორტი.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგი 2022 წელს – 112 მლრდ აშშ დოლარი, მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი კი, 90,5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მოიცავს 10 მილიონ კვადრატული მეტრ საცხოვრებელს, 200 ათასი მანქანა და 5 მილიონი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას.
საწარმოებისა და ორგანიზაციების ზარალი – 80 მლრდ აშშ დოლარი, ინვესტიციების – 54 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს 48 მლრდ აშშ დოლარია.