საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში, შეზღუდული რესურსების პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამების და პროექტების ეფექტურობას. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია რეფორმების განხორციელება.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალური რისკებისა და ვალის მართვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში, დამტკიცდება ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.