ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ინტელექტუალური თამაში “რა”სად?როდის” ამ დღეებში გაიმართა.
ტრადიციულად გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სიგელები.
თუმცა ჩვენი ინტერესი ერთმა ფაქტმა გამოიწვია, როგორც ადგილიდან – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის -შალვა თავდიშვილის გარემოცვა გვატყობინებს, მიუხედავად კონკურსისა, კითხვაზე პასუხი- თუ ვინ აიტანა წყლის რეზერვუარები წინასაარჩევნო კამპანიისას ძიმითში-კვლავ არ არის.
გასული ადგილობრივი არჩევნებისას, ოპოზიციის მტკიცებით მმართველი პარტიის კანდიდატმა მაჟორიტარულ ოლქში ტიტე მგელაძემ და მერობის პოსტზე ავთანდილ თალაკვაძემ გამარჯვება ამომრჩევლების მოსყიდვით მოიპოვეს.
მათ სოფლის ერთ უბანში 10 ათას ლარზე მეტი წყლის რეზერვუარები აიტანეს, კერძოდ პაპსკურაში, -არჩევნებში ხმების სანაცვლოდ.
ოპოზიციამ ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა.
თუმცა ოზურგეთის სასამართლომ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კავშირი მომხდარში “ვერ დაინახა”.
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ უკვე 46 წელია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელსა და მკითხველში.
ამ მაჩვენებლით ქართული „რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული (სინდიცირებული) პროექტია ქართულენოვან ტელესივრცეში.
იმავე ფორმატის პროექტები ეთერში გადის აშშ-ის, უკრაინის, რუსეთის, იტალიის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, ესტონეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.