Tbilisi Open Air 2022-ის ლაინაფი ცნობილია. ღონისძიების ჰედლაინერები ინგლისური ჯგუფი Alt-J, ამერიკული ბენდი Cigarettes After Sex და უკრაინული კოლექტივი Okean Elzy იქნებიან. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბელგიური პროექტი Konoba, კანადური არენბი პროექტი Rhye, ბელარუსული ჯგუფი Molchat Doma და სხვები. ფესტივალი 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში
ფესტივალზე სულ 4 სცენა და 60-ზე მეტი არტისტი იქნება წარმოდგენილი. უცხოელი შემსრულებლების გარდა, არაერთი ქართველი მუსიკოსის და ჯგუფის მოსმენაც შეგეძლებათ, მათ შორის არიან: Bedford Falls, MokuMoku, Eko & Vinda Folio, Killages, წერილი და სხვები. ელექტრონულ სცენაზე კი ისეთ არტისტებს იხილავთ, როგორებიც არიან: Acid Pauli, Petre Inspirescu, Konstantin და სხვები.