საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს ახალშობილთა რაოდენობამ 45 946 შეადგინა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 59 906 იყო.
2021 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 13 960 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა.
2020 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 1.2%-ით არის შემცირებული (2020 წელს დაიბადა 46 520 ბავშვი). გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ქვეყანაში 18.5%-ით არის გაზრდილი. სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. მხოლოდ 2021 წელს საქართველოში Covid 19-მა 1 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.