პუტინის პროპაგანდისტი, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აჯამებს.
ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ მდინარე ფსოუზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის არსებობით უკმაყოფილოა, რადგან, მისი შეფასებით, ის მილიონობით რუსის ღირსებას ამცირებს.
“გუშინ აფხაზეთში ვიყავი – იქ გავხსენით მედიაცენტრი. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ბევრი ვილაპარაკეთ. შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, გულითადი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ბრძოლობენ ჩვენთან ერთად, ჩვენთვის.
ახლა ამიხსენით მე, იქ რატომ არის საჭირო ეს სამარცხვინო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.
ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის. ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!” – წერს სიმონიანი.