ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შედეგად ოზურგეთში ოთხშაბათი მერის დღედ გამოცხადდა

„ქართული ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამ დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ „მერის“ დღედ ოზურგეთში ოთხშაბათი გამოცხადდეს.

ამიერიდან ყოველ ოთხშაბათს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ქვეყნის დედაქალაქიდან, თბილისიდან, ოზურგეთში ჩამოვა და თავის თანამოქალაქეებს დახედავს.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის სასტუმრო „ოზურგეთი პლაზაში“ მიმდინარეობდა და შუამავლის ფუნქციას ანუ მასპინძლობას შეხვედრის მონაწილეებს ბეგლარ სიორიძე უწევდა.

ვინაიდან სიორიძე 50% – ით „ნაციონალია“ და 50% – ით „ოცნება“, დამკვირვებელთა თქმით, მას ამ ფუნქციის შესრულება არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ თავიდან მხარეები ხუთშაბათზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვინაიდან ხუთშაბათი „თევზის საერთაშორისო დღეა“ – საბოლოო არჩევანი მაინც ოთხშაბათზე შეჩერდა.

შეთანხმების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ ყოველ ოთხშაბათს უზრუნველყოფს მერის ტრანსპორტირებას მისი საცხოვრებელი სახლიდან, თბილისიდან (ვ)ოზურგეთამდე, ხოლო თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ „დღეის ამას იქეთ“ მოქმედ მერს აღარ დაუძახებს „გასტროლიორსა“ და მის მოადგილეს „ცრუპანტელას“.

როგორც მოლაპარაკებების დასრულებისას გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით მჟავანაძემ იქ შეკრებილ უცხოურ მედიას განუცხადა, ამ მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციის პროპორციული სიით „შეპარულ“ დეპუტატ შალვა თავდიშვილთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

თავდიშვილი ასევე თავის თავზე ღებულობს ვალდებულებას, რომ აღარ იკითხავს საკრებულოს სხდომაზე „ვინ აიტანა ძიმითში წინასაარჩევნოდ წყლის რეზერვუარები“

ამ გარიგებით მოგებული რჩება ერთის მხრივ ოზურგეთის მოსახლეობა-მას ბოლო-ბოლო მიეცემა შესაძლებლბა მერი „ცოცხლითა ნახოს“ და მეტიც, შეეხოს მას, ასევე ტიტე მგელაძეც, რომელმაც საკუთარი „ზრუგით“ ათრია წყლის რეზერვუარები ფოთიდან პაპასკურამდე (უბანი ძიმითში სადაც „ოხერმა“ ჟურნალისტებმა წყლის ავზები აღმოაჩინეს).

ასევე გადაწყდა, რომ ყოველი კვირის ოთხშაბათს ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, აღიმართება სახელმწიფო დროშა და ოზურგეთელთა კარგად ინფორმირების მიზნით მერიის საკვამურიდან ამოვა თეთრი კვამლი.

ხელშეკრულებას, რომელსაც უკვე საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი-ერთი დათქმა აქვს-იმ შემთხვევაში თუ შავი კვამლი ამოვიდა-საზოგადოება არ უნდა დაფრთხეს, რადგან შესაძლოა „თეთრი კვამლის გაშვებისას“ „ფუხარში“ დავით დარჩია, ანაც ლავრენტი ბიგვავა ჩავარდა.

„პირველი აპრილი“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share