ოზურგეთელი “კანონიერი ქურდი” „გეგა ოზურგეცკი“(გიორგი კილაძე) უკრაინაში სავარაუდოდ, დივერსანტობისთვის დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის უშიშროების ძალებმა საზღვარზე „კანონიერი ქურდის“ გიორგი კილაძის, მეტსახელად „გეგა ოზურგეცკის“ დაკავება შეძლეს, რომელიც 2021 წლის ივნისიდან არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების სიაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 2020 წელს კილაძეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელს იხდიდა ჩერნიგოვის ოლქის ნოვგოროდ-სივერსკის შინაგან საქმეთა №31 განყოფილებაში.

უსაფრთხოების წყაროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, ზემოაღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დაკავებული კილაძის თქმით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, დაბომბვის დაწყების შემდეგ, მან თვითნებურად დატოვა კოლონია.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კილაძეს 2020 წელს ჩადენილი მკვლელობის მცდელობის გარდა, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაშიც ედება ბრალი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share