როგორც დღეს “გურიის მოამბე” წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 35 თანამშრომელს, სხვადასხვა სამსახურებიდან თუ განყოფილებებიდან შეტყობინება, გაფრთხილება პირად, ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა, მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან შესაძლო დათხოვასთან დაკავშირებით.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი კანდიდატი, კუკა ბარამიძე, რომელიც წერს, რომ აღნიშნულ ფაქტთან შეგუებას არ აპირებს და აუცილებლად დაიწყებს სამართლებრივ ბრძოლას:
“ზელენსკის რომ ვაგინო, ვოლოდიმირს, მაინც გამიშვებენ სამსახურიდან?
მცირე განმარტება: შეტყობინება რაც მივიღე, ფაქტობრივად სამსახურიდან გათავისუფლების შეტყობინებას ნიშნავს. რეორგანიზაცია სრულდება 2 მაისს. გარკვეული მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, რის შემდეგაც მექნება სრული სურათი.
აქვე გეტყვით რომ მაქვს სამარლებრივი ბერკეტები და გექნებათ სიამოვნება იხილოთ მდევნელი და რეპრესიული სისტემის (მუნიციპალურ დონეზე) უსუსურობა, თუ ამის საჭიროება დადგება.
ჰო, ეს უკვე მეორედ მოხდება. წინა მერის პირობებშიც გავიარე მსგავსი პროცესი და თანამდებობაზე, რომელსაც დღეს ვიკავებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღმადგინეს.
მთავარი: მადლობა მეგობრებო . თქვენთან ერთად ეს პროცესი უფრო ძლიერი და საინტერესოა.” – წერს ბარამიძე.