ოზურგეთის მერიაში შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლების გაფრთხილებები დაიწყო

ოზურგეთის მერიაში შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლების გაფრთხილებები დაიწყო.

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ, ოზურგეთის მერიის 35 თანამშრომელს ოზურგეთის ვიცე- მერის, გიორგი ღურჯუმელიძის ხელმოწერით ელექტრონული შეტყობინებები დაეგზავნა, რომელიც იურიდიულად კვალიფიცირდება, როგორც გაფრთხილება, თანამდებობიდან შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით.

სულ ოზურგეთის მერიაში ოფიციალურად 139 საშტატო განრიგია. გარდა ამისა, ბევრია უშტატო თანმშრომელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წუხელ თნამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე გაფრთხილება 35 თანამშრომელს მიუვიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share