2 აპრილს რუსეთის 17 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 212 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, მოსკოვში დემონსტრანტების პარკში ზარიადიე აკავებდნენ. პარკში აქციის გამართვა იგეგმებოდა. პარკის ახლოს სამართალდამცველები გამვლელებს ნივთებს უმოწმებდნენ.
OVD-Info-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციის გადაღებისას ორ ჟურნალისტის თავს დაესხნენ. ასევე პეტერბურგში დააკავეს ЗАКС.Ру ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი და Avtozak LIV-ის ჟურნალისტი ანგელინა ტროფიმენკო.
დემონსტრანტების უმეტესობა მოსკოვში დააკავეს – 80 ადამიანი, სანქტ-პეტერბურგში 78 ადამიანი დააკავეს, ნოვოსიბირსკში კი – 15.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის საწინააღმდეგო აქციები თავდაპირველად თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა, თუმცა მარტის შუაში დემონსტრაციები ფაქტობრივად შეწყდა. ბოლო დიდი აქციები მოსკოვში 13 მარტს გაიმართა. მთლიანობაში ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 15 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.