”ქვეყნის ტრაგედიაა გყავდეს ისეთი პრემიერი, როგორიც ღარიბაშვილია, ტრაგედია მგონია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, გაუსაძლისი სიღარიბე, რომელზეც დუმს ყველა” – ასე ეხმაურება სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოზურგეთში, თამარ ოგანოვა დღეს, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას და ცოსიალურ ქსელში წერს:
“ქვეყნის ტრაგედიაა გყავდეს ისეთი პრემიერი, როგორიც ღარიბაშვილია, ისეთი მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში, როგორიც რიჟვაძეა, მმართველი პარტიის ისეთი სახე, როგორიც კობახიძეა.
დიახ, ტრაგედია მგონია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, გაუსაძლისი სიღარიბე, რომელზეც დუმს ყველა, ფასადური კანონები, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯადოსნური სიტყვა „რეორგანიზაცია“, დიდი ალბათობით, ნიშნავს „არასასურველი“ კადრებისგან უწყებების „გაწმენდას“.
სისტემაა მახინჯი, რომლის გაჯანსაღების პოლიტიკური ნება არც წარსულში არსებობდა და არც ახლა არსებობს! ეს სისტემა კარგად გამოიყენება დღეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად!” – წერს ოგანოვა.