რაშისტებმა უკრაინაში, კახოვკას წყალსაცავზე მშვიდობიანი მოსახლეობის ნავი დაცხრილეს, რის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი ერთი ბავშვია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნავში მყოფი 14 ადამიანი ხერსონის რაიონის სოფელ პერვომაევკადან, კახოვკას წყალსაცავის საშუალებით ცდილობდა თავის დაღწევას.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რაშისტებმა ნავს, რომელშიც ზრდასრულებთან ერთად სამი ბავშვიც იმყოფებოდა, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა.