საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი პარალალური, ორი საქართველოს არსებობის შესახებ წერს:
“მახსოვს აფხაზეთიდან, ან სამაჩაბლოდან თბილისში დაბრუნებულს რამდენჯერ მიფიქრია, ნუთუ ახლა, ნამდვილად იმ ქვეყანაში ვარ, სადაც სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებს და ჩვენს თანამემამულეებს ხოცავენ მეთქი (???)
დიახ, ეს ის დრო იყო, როდესაც აეროპორტში ორი დაშვებული თვითმფრინავიდან ერთს დუბაის “ტავარი” მოჰქონდა და მეორეს -აფხაზეთიდან, გაყინული გვამები.
დიახ, ეს ის საქართველო იყო, სადაც მომხდური მტერი ქართველების მოკვეთილი თავებით ფეხბურთს თამაშობდა და დინამო სტადიონზე მოსკოვის “ტორპედოსთან” ან “სპარტაკთან” მეგობრული მატჩი იმართებოდა…
ეს, ის საქართველო იყო, რომელმაც ჭუბერზე სიკვდილის გზა გაჭრა, ხოლო როკიდან და ლარსიდან შემოსულ რუსებს ” გამარჟობა გენაცვალეტ”-ი ხვდებოდა.
მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა რომ, როგორც მაშინ, ახლაც ისე მიყვარს და მძულს ეს ორი საქართველო…
30 წელი გავიდა მას შემდეგ…
რა შეიცვალა?
არც არაფერი…
კურსი ისევ – 30 ვერცხლია…”, – წერს სულაშვილი.