პარლამენტის რიგგარეშე სესიის გახსნისას ქვორუმის პრობლემა შეიქმნა.
თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ 72-მა დეპუტატმა გაიარა, რის გამოც რიგგარეშე სხდომა ვერ გაიხსნა. საჭირო გახდა განმეორებითი რეგისტრაცია, რომელიც ხუთი წუთის შემდეგ ჩატარდა. განმეორებით კენჭისტრაზე სხდომათა დარბაზში უკვე 80 დეპუტატი დაფიქსირდა.
ამ წუთებში ანრი ოხანაშვილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს წარადგენს.