“ჩვენმა ქალაქმაც შეიძინა ცეცხლის საქრობი მაშინა. საზოგადოდ ცეცხლით სახლების გადაწვა აქ ხშირი არ არის: ქარი არ იცის და წყალი ბლომად არის – ღვედ-ღვედად არის ქალაქი დაჭრილი წყლებით. ამაებს დაუმატეთ კიდევ გურულების სისწრაფე, სიმარდე და იმათი თავ-გადადებითი დახმარება უბედურს შემთხვევაში. რასაკვირველია, თუ განგებ ნავთს გადაასხამენ და ისე განგებ არ დასწვავენ სახლსა, მაშინ მარტო გურულებს-კი არა, მგონი თვით მაშინასაც გაუჭირდეს სახლის გადარჩენა ცეხლისაგან.”
.
გაზეთი ივერია 1888 წელი 8 მაისი.
.
დაიმლერის ფირმის სახანძრო მანქანა – 1888 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.