ჟურნალისტი არჩილ გამზარდია 9 აპრილთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”რამდენი პოლიტიკოსის კომენტარი მოვისმინე დღეს 9 აპრილთან მიმართებაში. ჩემი განცდით, თითოეული მათგანის მხრიდან არაგულწრფელობა და პოლიტიკური ინტერესი მოჩანდა და არა რაიმე იდეალი ან გულისტკივილი.
არ ვიცი.
ჩემამდე არცერთი მათგანის სიტყვა არ მოსულა როგორც განცდა.
ვისაც სათქმელი მართლა აქვს 8 აპრილთან, სამშობლოსთან თუ თავისუფლებისათვის ბრძოლასთან მიმართებაში და მორალურადაც ნათელია, ის ან ცოცხალი აღარაა ან მედიას არ აინტერესებს, ვინც ლაპარაკობს, იმის კი რა გითხრათ… 9 აპრილსაც პოლიტიკური ანგარება მოისმოდა მათი დაყენებული ნიღბებიდან.
ასე მგონია.” – წერს გამზარდია.