“ამ თემაზე იმიტომ არ ყვები, რომ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი ?”-რა თემაზე არ აკეთებს კომენტარს ია ფარულავა

მოგეხსენებათ, ია ფარულავა სტუმრად იყო თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში – “სთორი”-ში, სადაც იას წარსულზეც ისაუბრეს.

ია ამ თემაზე არსად ყვება და ექსკლუზიურად ინახავს. როგორც თვითონ ამბობს, “რუსთავი 2”-ზე არ აძლევდნენ იმის უფლებას, რომ ესაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და მას გარკვეული კუთხით სხვა საკითხებშიც ზღუდავდნენ.

საბოლოო ჯამში, ია ფარულავამ, იმის და გამო, რომ “რუსთავი 2”-ის წნეხის ქვეშ არ მოქცეულიყო, ადგა და დატოვა კომპანია.

იგი ახლა “ფორმულა”-ზე მუშაობს და კვლავ აგრძელებს მის საავტორო გადაცემას- “ია ფარულავას კონვერტი”-(ს).

ია ფარულავა თათია შარანგიას:

– “ვინაობა ბევრმა იცის და შეგიძლია თქვა. მე, როდესაც ვამბობდი მის ვინაობას, ყოველთვის ჭრიდნენ ამას გადაცემიდან, იყოს ეს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ თუ პროფილი.”- ამბობს ია ფარულავა.

-“ამ თემაზე იმიტომ არ ყვები, რომ მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი? ვიცი, რომ ძალიან უყვარდი.”- თათია შარანგია.

-“ჩვენ კლასელები ვიყავით, ერთ მერხზე ვისხედით და ბავშვობაში ძალიან ვუყვარდი”.

-“რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ის პატიმრობაშია?”

-“მიშა აუცილებლად უნდა გაანთავისუფლონ. მისი პატიმრობა, ეს არის უდიდესი დანაშაული. განსაკუთრებით, უკრაინის ომის ფონზე, მიშა არ უნდა იჯდეს ციხეში. ყველამ დავინახეთ, რომ იგი აღმოჩნდა საოცარი პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი, ნათელმხილველი. რაც მიშამ თქვა, ყველაფერი ისე ხდება.”- ია ფარულავა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share