პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრნენ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკისთან შესახვედრად.

“ერთად გამარჯვებამდე!” – დაწერა Twitter-ზე ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა.

“მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ”, – წერს ნაუსედა.

პრეზიდენტები კიევში ბორის ჯონსონის ვიზიტის შემდეგ ჩადიან, რომელიც უკრაინაში შაბათს იმყოფებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share