“ეგღა მაკლია ვიღაც ხუთმა კაცმა მოინდომოს ხელისუფლების გადატრიალება” – “უცნობი” “ოცნების” მაშველი რგოლი

“ეგღა მაკლია ვიღაც ხუთმა კაცმა ხელისუფლების გადატრიალება მოინდომოს,” – ეს განცხადება “პირველების” პირდაპირ ეთერში გია გაჩელიჩაძემ გააკეთა. პოლიტიკურ კულისებში გადანაცვლებული “უცნობი”, დღის სინათლეზე გამოჩნდა და მმართველი პარტიის მსგავსად,  საპარლამენტო ოპოზიცია რევოლუციური სცენარის შემუშავებაში დაადანაშაულა.

პრინციპში ეს არის შეთქმულება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თავად თქვა, თუ როგორ შეიძლებოდა არაძალადობრივი გზით მოცილება ამ ხელისუფლებისო.   არაძალადობრივი გზით მოცილება არ არსებობს. ერთადერთი მექანიზმი არის არჩევნები. ეგღა მაკლია ვიღაცა ხუთმა კაცმა მოინდომოს ხელისუფლების გადატრიალება,” – ამბობს გია გაჩელიჩაძე.

ტელეკამერების წინ, “უცნობმა ხელისუფლებას მიმართა, მომღერალი დაინტერესდა, რატომ შემოუშვეს ამერიკელი მკვლევარი, პიტერ პაკერმანი, საქართველოში. მისი შეფასებით, მმართველ გუნდმა დიდი შეცდომა დაუშვა.

მინდა, ერთგვარი პრეტენზია გამოვთქვა ხელისუფლების მიმართაც, თუ იცოდნენ, რომ ესეთი პიროვნება ჩამოდიოდა საქართველოში, რატომ არ აღკვეთეთ მისი ჩამოსვლა ქვეყანაში და რატომ მიეცით იმის უფლება, რომ ეწარმოებინა ესეთი ტრენინგები?” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა.  ირაკლი კობახიძის თქმით ოოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს, რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში ჰქონდათ.

ერთდღიანი საინფორმაციო ომის შემდეგ კი, კობახიძეს მოუწია ეღიარებინა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულებები, რომ ოპოზიცია გადატრიალებას ამზადებდა. ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ გუშინ გავრცელებული განცხადება მხოლოდ ინფორმაციაა და არ აქვთ საკმარისი საფუძველი, გამოიძიება დაიწყონ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share