„გურია თუდეის“ ინფორმაციით, აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავის ქურდები იმერეთის რეგიონიდან არიან. სამწუხაროდ, მოპარული ბიუსტის ამოღება ვერ მოხერხდა, ამიტომაც ჩოხოსანთა კავშირისა და ლანჩხუთის მერიის მიერ ახალი ბიუსტი დამზადდება.
ლანჩხუთელი გმირის საფლავის გაქურდვის შესახებ მიმდინარე წლის 21 იანვარს გახდა ცნობილი. “ამას სახელი არა აქვს! აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს! ამწუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას დედა შემხვდა, აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ, არ მეგონაო. როგორც დედა, იმასაც ამბობს, ვიღაცამ გაჭირვებულია, ალბათ,, ნორმალური ვინ იზამდა, ციხეში რისი გულისთვის მიდისო? რომ გამომიჩნდეს, ვაპატიებო და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერიებ, მეცოდება, ფულიზა ქნა აიო. გმირის დედაა!“ _ დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა დარეჯან ბურჭულაძემ.