ყავის ნაცვლად რკო – რუსული ალტერნატივა სანქციების პირობებში

უსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების შედეგად ყავა 2,5-ჯერ გაძვირდა. მისი საშუალო ფასი უკრაინასთან ომის დაწყებამდე თუ 1000 რუბლი იყო, ახლა ის 2500 და მეტი ღირს, რადგან მისი ტრანსპორტირება რუსეთში ევროპის გვერდის ავლით უწევთ.

პარალელურად რუსი მეცნიერები ყავის მავნებლობაზე ალაპარაკდნენ და ამ, მსოფლიოში პოპულარული სასმელის ჩანაცვლებას ბაბუაწვერას ფესვის, რკოს, ვარდკაჭაჭას, ხავსის და სხვა მცენარეთა ნაყენით სთავაზობენ, რომელიც ყავაზე საგრძნობლად იაფიც ღირს და მათი აზრით, სასარგებლოცაა.

გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა” ამ საკითხს სპეციალურ სტატიასაც უძღვნის, სათაურით – “Корень одуванчика, желуди и мох: может ли кофе пропасть с полок магазинов и чем его заменить” (ბაბუაწვერას ფესვი, რკო და ხავსი: გაქრება თუ არა ყავა მაღაზიის თაროებიდან და რით შევცვალოთ ის”.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share