ეკონომისტი, ოთო აბესაძე “ქართული ოცნების” მმართველობის 10 წლის ეკონომიკურ სედეგებს სოციალურ ქსელში აანალიზებს:
“2022 წელს ქართული ოცნების დაარსებიდან 10 წლის თავზე მივიღეთ:
ინფლაცია 14% (რომელიც გაიზრდება)
85% – ით გაუფასურებული ლარი.
112% – ით გაზრდილი საქონლისა და მომსახურების ფასი.
56% – ით გაზრდილი კომუნალური სერვისების ფასი.
138% – ით გაზრდილი საწვავის ფასი.
დოლარში საშუალო ხელფასი (ლარი ინფლაციური ნაზარდია) შემცირდა 5% – ით.
მსყიდველუნარიანობა ლარის შემცირდა 67% – ით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 72% მოდის ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხმებზე.
აი ესეთი ეკონომიკა შეიქმნა 2022 წელს საქართველოში
ჩვენი საქართველო აქ აღარ არის
P.S. აბა ომი გინდათ? აბა ნაცები გინდათ?”, – წერს აბესაძე.