სააღდგომო ბულთის თამაში ბახვში და ცნობილი მობულთავე აგიე თენიეშვილი

სააღდგომოთ ბულთის თამაშობა ვიცოით. ბულთის თამაშობა ასთე იყო: ზედოურები და ქვედოურები პარტიებათ იყო დაყოფილი. შიაგდებდენ ბულთს და იწყებდა ტრუალს. ტრუალობდა, ტრუალობდა აი ბულთი და როიცხა რომე დეინახვიდენ გამქცევს, მაშვინათვე გადუუგდებდენ იმას. იი გეიქცევოდა, მარა რას გეიქცევოდა! გაფრინდებოდა, რომე გიესრო ბულთიანათ.
.
ერთი აგიე იყო თენეიშვილი, იმას ვერარა კაცი ვერ ეწევოდა, ცხენს ასრებდა. ცხენზე ენიძლავებოდა ხალხს და უგებდა კიდემც. ე, აგიე თუ წეიღებდა ბულთს, ქეც გაჩემდებოდა თამაშობა, იმიზა, რომე მაინც ვერ მიეწევოდენ და ვერ წაართუმდენ ბულთს. იყო ერთი ბდღნაი, რუმელიც ააღლეტდა ბულთს და წეიღებდა, იი იყო დასურ კაძახი.
.
დვაბზუში რომ გააგდებდენ ბულთს, ბახვს მოქონდა ზეით; ოზრუგეთს, მაკვანათს, ლეხაურას – იქით, ქვეით. ნატანებთან რო მევიდოდნენ, იქინე აუცილებელათ მუუწევდენ გადაცვენა. ერთქამეთს წიწავდენ, შამუახევდენ ყოლიფერს, ფეხშიშველი, კინკებში, გადარეულებივით იყვენ, მარა ბულთი ხელჩი ქონდენ ზორი?! ისე მარცხიც ქე ხთებოდა, კაციც მომკტარა, ნამეტანი ეისრებოდა ყოლიფერი.
.
გიორგობას იყო მარულა; მარულაის მერე – ჯირითი იცოდენ. ორმეტრიანი ჯოხი ქონდენ, თავში თანაქა ქონდა, ჯეშტი პატარაი წაჭერილი. ეთქამეთს ესროდენ, იმას უნდა დიერჩინა აი ნასროლი, თუ ვერ დეირჩენდა, ნამეტანი სირცხვილი იყო. ისთე კაცი კი ხავდა მოჯირითეს და იი მიაწოდებდა დაგდებულს.
.
მერე ცეკვობდენ, თამაშობდენ, სიმღერას იწყობდენ. საცეკვარი სიმღერები ბეური ქონდენ გურულეფს, კრიმაჭული, სტოლზე სამღერი და სხვა ათასი. გუნდა-გუნდათ იჟდენ აი ხალხი, ზოი თრალი, ზოი ფხიზელი და მღერობდენ და ცეკვობდენ და მხიარულობდენ. ახლაც ქია აი სიმღერები, ზოი ქე დეიკარქა და ზოი ქია შამორჩენილი.
.
ჲერქომაიშვილი რომაა, არტემ, იი ძიობს ამ სიმღერეფს. იარება თელ გურიაში იწერს აგინს. გუშხამ იყო კიდომ ვინცხა ბაღანაი ქალი, თფილისითგან ვარო და თუ იცი რამე სიმღერა, გვინდა ჩევიწეროთო და მერე პლასტინკაში გადევიტანთო, ქვეყანა გეიგონეფს, რაფერი სიმღერები იცოდენ საქართველოშიო, მარა ძველი უნდა იყოსო. ზოი ქი მიენკლია რაცხა, შვენიერად იმღერა თითანც.
.
მთქმელი – ერმილე გიგოს ძე შავიშვილი, სოფ. ბახი; ტექსტის ჩამწერი ელენე ნიკოლაიშვილი
.
ფოტოზე: ბახვის ლინეიკა 1905 წელი
.
corpora.co
შეიძლება იყოს ცხენი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share