რუსებმა მარიუპოლში ევაკუაცია ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს

მარიუპოლიდან ევაკუაცია ჩაიშალა. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, რუსებმა 200-მდე ადამიანი გაიტაცეს. პეტრო ანდრიუშჩენკო წერს, რომ

ევაკუაციისთვის მარიუპოლის 200-მდე მცხოვრები შეიკრიბა, რომლებთანაც რუსი სამხედროები მივიდნენ და დაშლა მოსთხოვეს. მათ ხალხს უთხრეს, რომ იქნებოდა დაბომბვა და აიძულეს ჩამსხდარიყვნენ ავტობუსებში. ამის შემდეგ კი მოტყუებითა და იძულებით, ოკუპირებულ დოკუჩაევსკში გადაიყვანეს.

ჩასხდომის შემდეგ, მარიუპოლის მოსახლეობას უთხრეს, რომ „ევაკუაცია“ მხოლოდ დოკუჩაევსკში, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდებოდა. ხალხს ავტობუსიდან გადასვლის უფლება არ მისცეს. კითხვაზე, რატომ, უპასუხეს, რომ „ნაციონალისტებმა ევაკუაციის პუნქტს ესროლეს”. ანუ მორიგი ტყუილი. ” წერს ანდრიუშჩენკო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share