დავითულიანი: იქ არახამიას თავხედური განცხადება, აქ დამონტაჟებული ვიდეო, სკანდალებს ქმნიან

“რატომღაც ხდება ხოლმე ისე, რომ წამოიწყებს ოპოზიციის რადიკალური ფრთა რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, იმიტომ, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ, მერე ჰოი, საოცრებავ, საიდანღაც უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინაში ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქცებზე დაიწყებს საუბარს, მაშინ როცა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები როგორც იქნა დასტაბილურდა, მერე აქედან გამოაგდებენ რაღაც დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელსაც, ოდნავ მაინც თუ ვიღაცა ერკვევა, იმდენი წყვეტა აქვს, რომ შეუძლებელია, მასზე არ იყოს ზემოქმედების კვალი.

გამოაგდებენ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელშიც ა) არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ, რომ ათენტურია. ბ) 10 მარტიაო, ეწერა, ჰო? სერთოდ აპრილში დაასანქცირეს ეს კაცი და მარტში, როცა მათი მტკიცებით ჩანაწერი გაკეთდა, ის კაცი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ იყო, და ამის შემდეგ, ამბობენ, რატომ არ იძიებთო?

რაშიც დანაშაულის სამართლებრივი შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქნით ასეთ ილუზიას ამ დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ? ესე სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ააწყონ, იქიდან არახამიას განცხადება თავხედური სრულიად, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, იმიტომ, რომ ქვეყანაში რამე აირიოს.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი პლენარულ სხდომაზე. ის Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share