პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ხალხნო და ჯამაათნო,
გოგა ხაინდრავას ის კატასტროფა ტექსტი რუსეთ-უკრაინის ომზე, რომლის დასახასიათებლად ისეთი სიტყვები”: როგორიცაა “ამორალური”, “ანტიქართული” და “მოღალატური” ნამეტნავად რბილ შეფასებად მეჩვენება, არ არის მხოლოდ მისი აზრი.
გამორიცხულია გოგა ხაინდრავამ პოლიტიკაზე რამე თქვას, რასაც არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილი. ის არავითარ შემთხვევაში არ იტყვის არაფერ ისეთს, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. იგივე შეილება ითქვას კობახიძეზე და ღარიბაშვილზეც. ეს სამი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილის განწყობებისა და დამოკიდებულებების ზედმიწევნითი გამომხატველი.
შესაბამისად ის ბოდვა, რომ მთელი მსოფლიო მედია ეწევა დეზინფორმაციას თითქოსდა უკრაინა იგებს ომს, და რომ სინამდვილეში ომს იგებს რუსეთი, ხოლო უკრაინა, რომლის სათავეშიც არიან საქართველოს მტრები, განწირულია დასაღუპად, არის ბოდვა, რომელსაც როგორც მინიმუმ იზიარებს ბიძინა ივანიშვილი, ან ეს საერთოდ მისი აზრია და ხიანდრავები, ღარიბაშვილები და კობახიძეები მხოლოდ იმეორებენ მის ნათქვამს.
ხვდებით ხომ რისი თქმა მინდა? საქმე გაცილებით იმაზე უარესადაა, ვიდრე ბარე ორს წარმოუდგენია”, – წერს ზურაბიშვილი.