ოზურგეთში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის ჩემპიონატი გრძელდება.
ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართულ, საქართველოს პირველობის ჩემპიონატში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 250 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული სექციის მოჭიდავეებმა, ნახევარფინალებსა და ფინალებზე წარმატებით იასპარეზეს:
I ადგილი:
ლუკა ფიფია (44 კგ)
გიორგი როყვა (56კგ)
II ადგილი:
ლუკა კილაძე (44კგ)
ერეკლე თავბერიძე (48კგ)
ზურა სადრაძე (57კგ)
III ადგილი:
რეზი გუჯაბიძე (48 კგ)
გიორგი თავბერიძე (48 კგ)
ჩემპიონატს, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები გიორგი ღურჯუმელიძე, ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შემდეგ, სპორტული შეჯიბრი თავისუფალ ჭიდაობაში 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული უმცროს ჭაბუკთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ღონისძიება ოზურგეთის მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.