ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის აპარატი საზეიმოდ აანონსებს, რომ 2022 წლის 4 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში ყოველწლიური საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტის სახელწოდებაა – “გმადლობთ ერთგულებისთვის, შთამომავლებო!..” ღონისძიება 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და “დიადი გამარჯვების დღეს” ეძღვნება. წყარო
კონცერტის ანონსში ვკითხულობთ, რომ გამარჯვების დღესასწაულის (9 მაისი) წინა დღეებში კონცერტების გამართვა რუსეთში კარგ ტრადიციად იქცა. ღონისძიების საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, დიდი სამამულო ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, უკრაინაში ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის (რუსული მედია უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სპეცოპერაციად მოიხსენიებს) მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები.
“კონცერტის წამყვანები რუსეთის დამსახურებული არტისტები ეკატერინა გუსევა და დიმიტრი დიუჟევი იქნებიან. აქციის ფარგლებში უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები პატივისცემის ნიშნად, დაჯილდოვდებიან…“ – ვკითხულობთ კონცერტის ანონსში.