“ევროკავშირის კითხვარზე პასუხების დამალვა ერთადერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს – საკუთარი პასუხების რცხვენიათ…”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც კითხვარი პასუხების გამოქვეყნებაზე უარი თქვა. კითხვარის პირველი ნაწილი პრემიერმინისტრმა დღეს კარლ ჰარცელს გადასცა. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პასუხების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.